გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში ოჯახი დააყაჩაღეს

24-04-2018

კასპის რაიონის, სოფელ ფერმაში მცხოვრები ალიოღლუების ოჯახს სამი ნიღბიანი თავს დაესხა.

როგორც ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მედიას განუცხადა, ბოროტმოქმედებმა იარაღის მუქარით ოჯახს ძვირფასი ნივთები და თანხა წაარათვეს.


„12 ათასი ლარი წაიღეს, ასევე ოჯახში თუ რაიმე ძვირფასი ნივთი გვქონდა ყველაფერი მივეცით, თუმცა მაინც უკმაყოფილოები იყვნენ. ასე გვითხრეს, 18 სული საქონელი რომ გაყიდეთ ამის ფულიც მოგვეცითო. მშობლებიც სასტიკად არიან ნაცემი, ისინი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე ყავთ წაყვანილი“,-ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.


შსს-მ მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

"პია"