გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სეს მოსახლეობას გამოსაზამთრებლად მიგრირებული აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩართულობისკენ მოუწოდებს

12-10-2021

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის  საწინააღმდეგო ღონისძიებებს აგრძელებს. თუმცა, ამ პერიოდში, მწერი, მისი    ბიოლოგიური ციკლიდან  გამომდინარე, გამოსაზამთრებლად ემზადება და, ტემპერატურის კლებასთან ერთად, საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ გადაადგილდება. ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მავნებელთან მექანიკური მეთოდებით ბრძოლა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, მავნებელი მექანიკური მეთოდების გამოყენებით გაანადგუროს.

მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

https://www.youtube.com/watch?v=2GvSS1Ug9K0&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU&index=19

https://www.youtube.com/watch?v=7yZZUX_U8ZM

https://www.youtube.com/watch?v=J51jbVkXOCU

https://www.youtube.com/watch?v=QyaBjJES0cc&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU

https://www.youtube.com/watch?v=23sHNGIIzSs&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU&index=15

https://www.youtube.com/watch?v=9ivebC0miwI&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU&index=17

მიმდინარე წელს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებსა და აჭარაში, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა 35-ათას ჰექტარზე მეტი სოფლების ტერიტორია, 22-ათას ჰექტარზე მეტი სიმინდის მასივი და ჯაგნარი, 100 ჰექტრამდე ტყის პერიმეტრი;  თერმული ნისლის ტექნოლოგიით სულ დამუშავდა 70-ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსდა 5000-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი, 40 000-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე" სადგური.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, მოსახლეობამ, წინა წლის მსგავსად, წელსაც თხილისა და სიმინდის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მიიღო.