გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოლომონ პავლიაშვილი პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვას დაესწრო

12-10-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვის ღონისძიებას დაესწრო.


მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს (CENN) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტის შემუშავების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„პლასტმასის ნარჩენების მართვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნარჩენების მართვის კუთხით, უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. აღნიშნული მიმართულებით შეიქმნა არაერთი საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით მიიღწევა. პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც ხელს შეუწყობს რეციკლირების პროცესების გაუმჯობესებას, პლასტმასის პროდუქტების მდგრად და უსაფრთხო მოხმარებას და წარმოებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შექმნაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი დარგის ექსპერტები. პროგრამა მოიცავს 10 წლიან სტრატეგიას და 5 წლიან სამოქმედო გეგმას და ითვალისწინებს პლასტმასის მართვის სექტორში ცირკულარული პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას.


შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პლასტმასის პროდუქტების იმპორტიორები, მწარმოებლები და გადამმუშავებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.