გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: მომავალში უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ

12-10-2021

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და კორპუსის ჩამოშლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.


„ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში 8 ოქტომბერს დაღუპულების გამო, მართლაც ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბათუმში კორპუსის ჩამოშლისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.


ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, მომავალში უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით მთავრობამ მუშაობა დაიწყო მუნიციპალური სამსახურების უფლებამოსილებათა გაზრდის მიმართულებით, რისთვისაც კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შევა.


„დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობთ იმაზე, რომ გავაფართოვოთ მუნიციპალური სამსახურების - მუნიციპალური ინსპექციების უფლებამოსილებები, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი წვდომა ინფორმაციაზე, მოქალაქეებს კი უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რადგან მოქალაქეებმაც მეტი უნდა ვიფიქროთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებაზე. კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ", - განაცხადა მან.