გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კულტურის სამინისტრომ კონკურსის „კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა" გამარჯვებულები გამოავლინა

12-10-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა" გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:


1. „დაკარგვის პირას მყოფი ტრადიციული ხალხური საკრავის ჭიბონის დამზადების ტექნოლოგიის შენარჩუნება", განმახორციელებელი - ფ.პ. თემურ არძენაძე (დაზგა-დანადგარის შეძენა სახელოსნოსთვის);


2. „გიორგი ნიპარიშვილის კლასიკური და ხალხური საკრავების სახელოსნოს გაფართოება", განმახორციელებელი - ფ.პ. გიორგი ნიპარიშვილი (დაზგა-დანადგარების შეძენა სახელოსნოსთვის);


3. „ხის მასალა ხელნაკეთი კონტრაბასისთვის", განმახორციელებელი - ფ.პ. ლევან ცინცაძე (ხის მასალის შეძენა კონტრაბასის შესაქმნელად);


4. „კარლო კელაპტრიშვილის ქართული ხალხური საკრავების საამქროს აღორძინება-განვითარება", განმახორციელებელი - ფ.პ. კარლო კელაპტრიშვილი (დაზგა-დანადგარისა და სხვა ხელსაწყოების შეძენა სახელოსნოსთვის);


5. „სამუშაო დანადგარების შეძენა", განმახორციელებელი - ფ.პ. ლევან ქავთარაძე (ხის დასამუშავებელი დანადგარისა და სხვა ხელსაწყოების შეძენა სახელოსნოსთვის);


6. „ხალხური საკრავების წარმოების ხელშეწყობა", განმახორციელებელი - მიკრო მეწარმე ნუგზარ შოგირაძე (ხის დასამუშავებელი დანადგარებისა და სხვა ხელსაწყოების შეძენა სახელოსნოსთვის);7. „ვახტანგ ქავთარაძის სახელოსნო", განმახორციელებელი - ფ.პ. ვახტანგი ქავთარაძე (დაზგა-დანადგარის შეძენა სახელოსნოსთვის);


8. „თურმანიძის დიპლიპიტო", განმახორციელებელი - ფ.პ. ფატიმა თურმანიძე (ინსტრუმენტების დასამზადებელი მასალის, სახელოსნოსთვის სარემონტო მასალისა და ნაკეთობების დამამუშავებელი ხელსაწყოების შეძენა);


9. „სვანური ხალხური საკრავების ჩანგის და ჭუნირის დასამზადებელი სახელოსნოსთვის ვერტიკალური ლენტური ხერხის შეძენა", განმახორციელებელი - ფ.პ. ვახტანგ ფილფანი (დაზგის შეძენა სახელოსნოსთვის);


10. „გივი პაპას დოლები", განმახორციელებელი - ფ.პ. გიორგი გურგენიშვილი (დაზგა-დანადგარის შეძენა სახელოსნოსთვის);


11. „გიორგი ლუთიერი ფხალაძის სახელოსნო", განმახორციელებელი - ფ.პ. გიორგი ფხალაძე (დაზგა-დანადგარების შეძენა სახელოსნოსთვის).


კონკურსის ჯამურის ბიუჯეტი შეადგენდა 95 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს სულ 11-მა განმცხადებელმა მომართა.