გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს: ნება მიბოძეთ, ევროსაბჭოს სახელით ჩემი გულითადი სინანული გამოვთქვა და თანავუგრძნო ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს

12-10-2021

ევროსაბჭოს გენერალური მდივნანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს პრემიერ-mინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის და ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ირაკლი ღარიბაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში დაშავებულებს გამოჯანმრთელებისას გამძლეობას და სულის სიმხნევეს უსურვებს.

 

"ბატონო პრემიერ- mინისტრობათუმში შენობის ფატალური ნგრევის ფაქტმა და მისგან გამოწვეულმა ტრაგიკულმა ადამიანურმა მსხვერპლმა დიდი მწუხარება გამოიწვია ჩემშინება მიბოძეთევროსაბჭოს სახელით ჩემი გულითადი სინანული გამოვთქვა და თანავუგრძნო ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებსისევე როგორც მთელ ქართველ ხალხსასევე მსურს დაშავებულებს გამოჯანმრთელებისას გამძლეობა და სულის სიმხნევე ვუსურვო",- ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის წერილში.