24-04-2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსნებეთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ხიდის დაზიანების გამო, 2017 წლის 6 ივლისიდან მოძრაობა აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. მოძრაობა ხორციელდებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის და ადგილობრივი მნიშვნელობის კირცხი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზების გავლით.