გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი იმერეთის რეგიონში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

18-10-2021

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღინიშნა, რომ საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ გატარებული აქტიური ღონისძიებების შედეგად, ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი იმერეთის რეგიონში წარმატებული იყო. მინიმუმამდე შემცირდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება. მიმდინარე ღონისძიებების განხილვისას, ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობასა და წლის ამ პერიოდში მავნებლის განადგურების მექანიკური მეთოდების გამოყენების საჭიროებაზე.


მიმდინარე წელს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებსა და აჭარაში, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა 35 ათას ჰექტარზე მეტი სოფლების ტერიტორია, 22 ათას ჰექტარზე მეტი სიმინდის მასივი და ჯაგნარი, 100 ჰექტრამდე ტყის პერიმეტრი; თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 70 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსდა 5000-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი, 40 000-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.


მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:


https://www.youtube.com/watch?v=QyaBjJES0cc...
https://www.youtube.com/watch?v=23sHNGIIzSs...
https://www.youtube.com/watch?v=9ivebC0miwI...