გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა - გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში 198 დევნილ პირს ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცემათ მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები

18-10-2021

„198 დევნილ პირს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცემათ მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები, კერძოდ, საშუალოდ 3-4 ათასი კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთები", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებული შესაბამისი განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.


ნათია თურნავას ინფორმაციით, აღნიშნული ნაკვეთები მდებარეობს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში (სოფლები: შინდისი, შავშვები და ახალსოფელი), სადაც დევნილი მოსახლეობა კომპაქტურადაა ჩასახლებული და მათი შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობა, მიწათმოქმედებაა.


„ისინი ფაქტობრივად ამუშავებდნენ ამ მიწებს, თუმცა, იმის გამო, რომ მიწა არ იყო ფორმალურად მათ საკუთრებაში, შეზღუდულები იყვნენ და ვერ მონაწილეობდნენ მთელ რიგ პროგრამებში, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ხაზით ფინანსდება. მოხდა ამ პრობლემის აღმოფხვრა და ამ ადამიანებისთვის მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების ერთ ლარად გადაცემა და დაკანონება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გზაა იქითკენ, რომ დევნილმა მოსახლეობამ არა უბრალოდ დაამუშაოს მიწა, არამედ გააფართოვოს თავისი საქმიანობა და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო პროგრამებში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, დევნილი მოსახლეობისთვის მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.