გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ონის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით დანიაში იმყოფებიან

18-10-2021

დანიის სამეფოში ონის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო.


პირველი შეხვედრა შედგა დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის შენობაში. ონელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ აკადემიას, სასწავლო საშუალებებსა და მასალებს, ადგილობრივ პედაგოგებს და სტუდენტების მიერ შექმნილ ნამუშევრებს. დანიის სამეფო აკადემია მომავალ წელს სწორედ აქ უმასპინძლებს წარჩინებულ ონელ ბავშვებს.


დავით ჩიკვაიძემ და შუქურა ჯაფარიძემ მასპინძლებს მოუთხრეს რაჭაში არსებული ხეზე მუშაობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შესახებ და საჩუქრად გადასცეს ონის სამხტვრო სკოლის მიერ შექმნილი ზარდახშა.


დელეგაციას თან ახლდა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, კახა შიშნიაშვილი.