გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

10 ქართული კომპანია საერთაშორისო მოდის კვირეულებზე Paris, Milan, Shanghai, London, Singapore

18-10-2021

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, და ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის "კლასტერები განვითარებისთვის" მხარდაჭერით, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულის თანმდევ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.


აღსანიშნავია, რომ ქართველი დიზაინერების კოლექციები წარმოდგენილია მოცემულ სექტორში მსოფლიოს 5 წამყვან ქალაქში: პარიზი, მილანი, შანხაი, ლონდონი, სინგაპური.


საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმებს, რომლებიც მოდის კვირეულების ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ იმართება, ყოველწლიურად 100 000-მდე კომპანია, 130 000 ზე მეტი პროფესიონალი შემსიყიდველი და პრესის წარმომადგენელი სტუმრობს.