გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„მამაჩემს სახე აქვს დასერილი... დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს..."

24-04-2018

კასპის რაიონის სოფელ ფერმაში მცხოვრები საბინა ალახვერდოვა მისი ოჯახის დაყაჩაღებისა და მშობლების წამების დეტალებზე ყვება. 
მისი თქმით, ოჯახს სამი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი გუშინ დაესხა, წაღებულია ფული და ძვირფასეულობა. 
მისი თქმით, ბოროტმოქმედებმა ისინი ჯერ დააბეს, შემდეგ კი სასტიკად აწამეს. - წერს „ნიუპოსტი“
„სამი კაცი დაგვესხა თავს. ნიღბებით. დაგვაბეს. ამოიღეთ ფული რაც გაქვთო. მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. მერე მე ამიყვანეს რაც გვქონდა ოქრო და ფული მივეცით, 2000 ლარამდე იყო თანხა. ორს იარაღი ეჭირა და სამივეს ჰქონდა დანა. მამაჩემს თავი და ორივე თვალი აქვს გასიებული, სახე აქვს გაჭრილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს. გვითხრეს, ხვალ რომ გნახოთ პოლიციაში ან ტელევიზიაშიო იმ დღესვე მოგჭრით თავსო “-ამბობს საბინა ალახვერდოვა. როგორც დიმიტრი აბრამოვი ამბობს სავარაუდოდ, ყაჩაღებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სახლში თანხასა და ძვირფასეულობას ინახავდნენ. „ვიცით, რომ თანხა გაქვთო. ჩემი აზრით, ვიღაცამ გამოაგზავნა, თანხა გამოიტანეთო. ორს კალაშნიკოვი ჰქონდა ერთს კი აბრეზი“- ამბობს აბრამოვი.


alia.ge