გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა

19-10-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ, საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორებს სერთიფიკატები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, სამეტაპიან კონკურსში შერჩეულმა სტაჟიორებმა ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი გაიარეს. 22 წარმატებული სტაჟიორი, უახლოეს მომავალში, საგამოძიებო სამსახურში დასაქმდება.


„სტაჟიორებმა თეორიული სწავლება, პირველი სამი თვის განმავლობაში, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი საქართველოს მასშტაბით არსებულ საგამოძიებო სამსახურის დანაყოფებში გაიარეს. სტაჟირების პერიოდში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას და დაუფლებოდნენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.


საგამოძიებო სამსახური კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით წლებია ახორციელებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.