გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ქვეყანაში რევოლუციების და ომის დრო დამთავრებულია

19-10-2021

ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას - ამ ქვეყანაში რევოლუციების და ომის დრო დამთავრებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ვინმე იყენებს სიძულვილის ენას, ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა".


„საერთოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიძულვილის ენაზე, ეს მომდინარეობს „ნაცმოძრაობისგან", არათუ სიძულვილის ენა, ეს ადამიანები სიძულვილით მართავდნენ 9 წელი ქვეყანას და ქმედება, ყველაფერი, რაც მომდინარეობდა მათგან, უბედურება, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუბედურება და ყველაფერი საშინელება, რაც მათ დამართეს ჩვენს მოსახლეობას, რომელ სიძულვილის ენაზე მელაპარაკებით. ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას - ამ ქვეყანაში რევოლუციების და ომის დრო დამთავრებულია", - განაცხადა პრემიერმა.