გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფელ აკურაში მცხოვრები მოდებაძეების ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაშენებული ვაზის ნერგები მოპარეს

24-04-2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მცხოვრები მოდებაძეების ოჯახი აცხადებს, რომ ნახევარ ჰექტარზე ახლად გაშენებული რქაწითელის ჯიშის ვაზის ნერგები მოპარეს.

როგორც პირველ არხს თამარ მოდებაძემ განუცხადა, სამი კვირის წინ 1 300 ძირი რქაწითელის ჯიშის გაფესვიანებული ვაზი დარგეს, ერთ კვირაში ჯერ 50, გუშინ კი – 800 ნერგი დახვდა წაღებული.

„ნერგები შუა სოფელში, ღვინის ქარხნის სიახლოვეს გავაშენეთ, ბოლო დროს ხშირია დაფესვიანებული ვაზის ნერგის მოპარვის შემთხვევები. ახლობელსაც 400 ძირი მოპარეს რამდენიმე ხნის წინ, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ სოფლის შუაგულში გაშენებული ნერგის მოპარვას ვერ გაბედავდნენ, მაგრამ მაინც წაიღეს“, – განაცხადა მოდებაძემ.

მისი თქმით, დაფესვიანებული ნერგების გადარგვა მარტივია, ამიტომაც სწორედ ასეთი მიაქვთ.

აკურელები ამბობენ, რომ ქვეყანაში მევენახეობის განვითარების მიზნით ხელისუფლებისგან ხელშეწყობა გაიზარდა, თუმცა მსგავსი შემთხვევები, დარგის განვითარებას აზარალებს.

„მხოლოდ ვაზის ნამყენს კი არა, ჭიგოსაც იპარავენ და მავთულსაც, ადამიანი ღამეც ხომ ვერ უდარაჯებს ვენახს“, – აცხადებენ ადგილობრივები და სამართალდამცავებისგან ფაქტზე რეაგირებას ითხოვენ.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მოდებაძეების ოჯახი მუხლის შეცვლას ითხოვს, რადგან მათი თქმით, ნერგები წაღებულია.

1tv.ge