გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოფელ იორმუღანლოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

24-04-2018

ამ წუთებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში აქცია მიმდინარეობს. 

ადგილობრივები კლინიკა "ლანცეტის" ყოფილი დირექტორის, ფარმან ჯეირანლის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც knews.ge-ს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ჯეირანლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა პოლიტიკური მოტივით მიუსაჯეს. 
"ფარმან ჯეირანლი პოლიტიკური პატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს. ის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეგობარია და ამავე დროს აზერბაიჯანული ოპოზიციის მხარდამჭერად მიიჩნევენ. აზერბაიჯანმა საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა ჯეირანლის დაკავება. ჩვენმა სასამართლომ კი ის უკანონონდ 6 წლით ციხეში ჩასვა", - განუცხადეს knews.ge-ს აქციის მონაწილეებმა. 
ხვალ ჯეირანლის საქმეზე მსჯელობას უკვე სააპელაციო სასამართლო დაიწყებს. პროკურატურა კლინიკა "ლანცეტის" ყოფილ ხელმძღვანელს თაღლითობას ედავება.

knews.ge