19-10-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოზურგეთში, მერობის კანდიდატს ავთანდილ თალაკვაძეს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.
ოზურგეთის გარდა, დღეს შეხვედრები გაიმართა ბათუმსა და ხელვაჩაურში.
რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრები მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.