გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: არჩილ ჩიქოვანის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა

19-10-2021

არჩილ ჩიქოვანის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ახალაიები, მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა, მელია მკვლელების ბანდაა, რომელიც ჯერ კიდევ ძალადობს მოსახლეობაზე, მეგის ქარდავა კი სააკაშვილის მარჯვენა ხელი და ნაცმოძრაობის სიკვდილის მანქანის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.


„მეგის ქარდავა არის სააკაშვილის მარჯვენა ხელი და მთელი ამ სიკვდილის მანქანის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. ახალაიები, მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა, მელია- მთელი ეს მკვლელების ბანდა, ჯერ კიდევ ძალადობს მოსახლეობაზე. რაც შეეხება არჩილ ჩიქოვანს, არ შეიძლება ადამიანს ბრალი დასდო და ცილი დასწამო. თქვენ გექნებათ საშუალება, რომ თავად დაუსვათ კითხვები ჩვენს კანდიდატს. მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სააკაშვილის ნაცმოძრაობის წევრები რაღაც აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ ჩვენს კანდიდატს და ამბობენ, ჩვენს დროსო, ნაცმოძრაობის მმართველობის დროს რაც ხდებოდა უბედურება, მათ შორის სისხლიანი საქმეები, თითქოს ეს ადამიანი მაშინ მუშაობდა სადღაც.


სააკაშვილს უნდა ელაპარაკოთ მის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე, ტერიტორიების დაკარგვაზე, ადამიანების გაუპატიურებაზე, წამებაზე, ბიზნესების წართმევაზე. ეს უნდა იყოს თქვენი მთავარი საქმე და მთავარი საკითხი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.