გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: გვინახავს ნაცმოძრაობის ცრუ, გაუგებარი და აბსურდული დაპირებები, კარგად ვიცით მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ, ჩვენი დაპირებები რეალისტურია

19-10-2021

გვინახავს „ნაციონალური მოძრაობის" ცრუ, გაუგებარი და აბსურდული დაპირებები, კარგად ვიცით მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ, ჩვენი დაპირებები რეალისტურია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნება" იმაზე მეტს გააკეთებს მოსახლეობისთვის, ვიდრე საარჩევნო კამპანიის დროს ჰპირდებოდა ამომრჩეველს.


"სააკაშვილს და მელიას, რომლებმაც ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ. ცრუ, გაუგებარი და აბსურდული დაპირებები გვინახავს, კარგად ვიცით მათ შორის მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ. შესაბამისად, ეს არ არის საინტერესო. რა დაპირებაც გვქონია და გვაქვს ჩვენ, რეალისტურია და ეს არის ის, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისთვის. გპირდებით, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, ვიდრე ეს იყო საარჩევნო კამპანიის დაპირება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.