გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატი ბრეგაძე: ექიმების მიერ გაწეული ყველა რეკომენდაცია კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდება

20-10-2021

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ უწყების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არის საჭირო.


„საჯაროდ არ ვისაუბრებ იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მივიღეთ მედიკოსებისაგან, თუმცა, აბსოლუტურად თითოეული რეკომენდაცია იქნება შესრულებული და მათი დიდი ნაწილის შესრულებას დავიწყებთ უკვე ხვალიდან", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექიმების მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებზე ვერ ისაუბრებს, რადგან პატიმრის თანხმობის გარეშე აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება დაუშვებელია. მისივე თქმით, უწყების მიზანია, ასევე, რომ პატიმრის უფლებრივი მდგომარეობა იქნეს დაცული, ხოლო მის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.


„იუსტიციის სამინისტროს მიზანია, რომ პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამომწურავი და სანდო ინფორმაცია, ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა იქნეს უზრუნველყოფილი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მედიკოსთა მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც ჩვენს კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დამატებით შეისწავლის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მოგვცემს შესაბამის რეკომენდაციებს. აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება პატიმრის თანხმობა და, ბუნებრივია, მისი თანხმობის შემთხვევაში შესრულდება ეს რეკომენდაციები. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ, თუმცა, ეს, ბუნებრივია, არ ექვემდებარება გასაჯაროებას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ექიმების მიერ გაწეული აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდება", – განაცხადა რატი ბრეგაძემ მონიტორინგის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.


ეს სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრების მეორე შეხვედრა იყო. მონიტორინგის ჯგუფმა პირველი შეხვედრა 13 ოქტომბერს გამართა.