გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მერიაში ქართველ ებრაელთა სალოცავის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

20-10-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სერგო ხიდეშელმა და ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი მეტრეველმა, ქართველ ებრაელთა სალოცავის ხელმძღვანელს - (გაბაი) შოთა ჩაჩაშვილს უმასპინძლეს.


ონის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქართველ ებრაელთა სალოცავის ხელმძღვანელი, (გაბაი) შოთ აჩაჩაშვილი, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქართველ ებრაელთა ინიციატივით ონში იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებება, რაც ონის სინაგოგას და ებრაელთა სასაფლაოს ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებას უკავშირდება.


სერგო ხიდეშელი ქართველ ებრაელთა სალოცავის ხელმძღვანელს დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობის პროცესში საჭირო დახმარებას დაპირდა.


შოთა ჩაჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს თბილი დახვედრისთვის.


შეხვედრის დასასრულს ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი მეტრეველმა განაცხადა, რომ ქართველ და ებრაელ ხალხთა მეგობრობამ საუკუნეებს გაუძლო და ასევე გაგრძელდება მომავალშიც.