გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპში გაბაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

20-10-2021

კასპში, გაბაშვილის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის სამუშაოები დასრულდა. ამჟამად ქუჩის ჩიხებზე ბეტონის საფარის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის მეორე პირი დაიგება.


გაბაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ აწარმოებს.


პროექტი ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ და მასზე289 750 ლარი იხარჯება.
გაბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები გზის მოწესრიგებას ითხოვდნენ, რადგანგაუვალი იყო - განსაკუთრებით ნალექიანი ამინდის დროს. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქუჩა კეთილმოწყობილი და გადაადგილებისას კომფორტული იქნება -აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.