გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯუანშერ ბურჭულაძე: აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ყველა გამოწვევას ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გამოწვევად

21-10-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირის საქართველოში სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ქვეყნების პარტნიორობას.


„ეს არის გზავნილი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში, რომ ჩვენი პარტნიორობა არ შეწყვეტილა, პირიქით, არის ისეთი მჭიდრო, როგორიც არასდროს და მეორე, მთელი რეგიონისთვის ეს არის გზავნილი, რომ აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ყველა გამოწვევას ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გამოწვევად“, - აღნიშნა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.


თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის დროს, გაფორმებული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პრემიერ ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს შემუშავებული თავდაცვის უწყების განვითარების ათწლიანი გეგმის პრიორიტეტები პარტნიორებთან შეთანხმებულია.


„მე მქონდა სატელეფონო საუბარი, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვისაც ბატონი თავდაცვის მდივანი დანიშვნის შემდეგ ესაუბრა. ჩვენ ვიმსჯელეთ პრიორიტეტებზე, ჩამოვყალიბდით, რომ უკვე შეთანხმებული ვართ და გამოვეცით ეს დოკუმენტი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.


აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს სტუმრობდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებაა.