გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

21-10-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.


უწყების ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვა პირების დახმარებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე რიცხული, სოფელ წავკისში მდებარე 4 412 100 ლარის ღირებულების 39 932.00 მ2 მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მიზნით სცადა თითქოსდა იტალიის გენუაში გაცემული, იტალიურ ენაზე შედგენილი ყალბი მინდობილობის გამოყენება.


ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის მიერ მოძიებული იქნა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის 130 000 აშშ დოლარად შემძენი პირი, რომლის რეალიზაციის მცდელობისას მოხდა მისი დაკავება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით დატარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.