გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი და „ქართული ოცნების" თავმჯდომარე 21-22 ოქტომბერს სამეგრელოს რეგიონში მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდებიან

21-10-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.


ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე 21-22 ოქტომბერს სამეგრელოს რეგიონში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.


შეხვედრები მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან 21 ოქტომბერს მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში, ხოლო 22 ოქტომბერს - ხობში, სენაკსა და ფოთში გაიმართება.