გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პოლიციამ კასპში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა

25-04-2018

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1969 წელს დაბადებული ჯ. ფ. და 1986 წელს დაბადებული ზ. ბ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე სოფელ აღაიანში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 24 აპრილს, კასპის რაიონის სოფელ ფერმაში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს, იარაღის მუქარითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ფული, ოქროს სამკაულები და სხვა ნივთები გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გატაცებული ოქროს სამკაულები თბილისში მდებარე ერთ-ერთი „ოქროს ბირჟიდან“ ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთების ნაწილი ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამოღებულია ჯ. ფ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და გადაჭრილი სანადირო.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის აქტზებზე მიმდინარეობს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 260 - მუხლით მიმდინარეობს.