გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლაშა ხუციშვილი წამყვანი სპიკერის რანგში საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულ დისკუსიაში სიტყვით გამოვიდა

21-10-2021

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წამყვანი სპიკერის რანგში სიტყვით გამოვიდა ვირტუალურ ფორმატში გამართულ რეგიონულ შეხვედრაზე, სადაც მონაწილეებმა განიხილეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება, ფისკალური პოლიტიკის გამოწვევები კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ, ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის საკითხები საშუალოვადიან პერიოდში.


დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობამ, მოწვეულმა ექსპერტებმა.


სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ გადადგა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.


როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლიდან ეკონომიკის აღდგენის დინამიკა პოზიტიურია და საქართველო უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. 2022 წლიდან კი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით.


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე აღნიშნა, რა, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში ძირითადი აქცენტი სწორედ უნდა გაკეთდეს რეფორმებზე და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე.


მისი თქმით, რეფორმებმა იმპულსი უნდა მისცეს ეკონომიკას გაჯანსაღების პერიოდში, ასევე უნდა გაგრძელდეს ფისკალური კონსოლიდაციის ამბიციური გეგმა, რათა უფრო მეტად კერძო სექტორმა უზრუნველყოს ეკონომიკის გაძლიერება. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, უნდა კვლავ წარმატებით გაგრძელდეს შემოსავლების ადმინისტრირება და ხარჯების ეფექტიანობა.


ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პანდემიის გამო შექმნილი გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე აუცილებელია, ქვეყნებმა უზრუნველყონ მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რეფორმებისადმი ერთგულება.