გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა კანონი დაარღვია, საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია, სახელმწიფომ კი შესაბამისი რეაგირება მოახდინა და ამას არავინ დედამიწის ზურგზე, არც ერთი ნორმალური ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ და ვერ დააყენებს

21-10-2021

მე მქონდა ჩვენს არაერთ ევროპელ კოლეგასთან და მეგობართან საუბარი და ხუმრობით, ისინი გაოცებულები, განცვიფრებულები არიან, საერთოდ როგორ შეეძლო ყოფილ პრეზიდენტს, ჯერ ერთი მაშინ შოკში იყო ყველა, როცა ამ კაცმა დატოვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა, პასპორტი, ეს არის პირდაპირ ღალატი და მეორე ის, რომ კონტრაბანდის გზით, მალულად, ქურდულად, სამარცხვინოდ შემოიპარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარტვილში სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, სააკაშვილმა კანონი დაარღვია, ვინაიდან საზღვრის უკანონო კვეთა ჩვეულებრივი დანაშაულია.


„რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა პროკურატურამ, ჩვენმა სახელმწიფომ და ამ საკითხს არავინ დედამიწის ზურგზე, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ნორმალური ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს და ვერ დააყენებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.