გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს დაცული ტერიტორიები 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს

25-04-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამმხრივი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 8 დაცული ტერიტორია კავკასიის ბუნების ფონდიდან (CNF) 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს. ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ მოაწერეს.

საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება; განახლდება ავტოპარკი, რაც ხელს შეუწყობს რეინჯერთა საქმიანობის უკეთ განხორციელებას და უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა უფრო ეფექტიან გამოვლენას.

ხელმოწერის ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა  საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და მათი მხრიდან სხვადასხვა მიმართულების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯაკომინიმ კავკასიის ბუნების ფონდის მიერ ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიებისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ბუნების კონსერვაციაზე მზრუნველი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.