გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დანიაში ონის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ვიზიტი დასრულდა

22-10-2021

დასრულდა ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთა ვიზიტი დანიაში.


ვიზიტის ბოლო დღეს, დავით ჩიკვაიძემ და შუქურა ჯაფარიძემ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კახაბერ შიშნიაშვილთა ნერთად ონლაინ-შეხვედრა გამართეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია NEFCO-ს საინვესტიციო დირექტორთან, ბოესკე ნიუჰუსთან.


საუბრისას ქართულმა მხარემ მოისმინა პრეზენტაცია NEFCO-ს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. თავის მხრივ, დირექტორ ნიუჰუსს მიეწოდა ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტისა და მთლიანად რაჭის საინვესტიციო შესაძლებლობებისა და მიმართულებების თაობაზე, აგრეთვე, განხილულ იქნა ონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ნორდიკული ორგანიზაციის მონაწილეობის პერსპექტივები.


ონის მუნიციპალიტეტის მერია სარგებლობს შემთხვევით და ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზების საკითხში გაწეული მნიშვნელოვანი თანადგომისათვის მადლობას უხდის დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს დასაქართველოს საპატიო კონსულს.