25-04-2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 10 ერთეული სპეციალური ტექნიკა გადაეცა, აქედან 5 თერმული ნისლის, 3 ცივი ნისლის დანადგარი და 2 ტრაქტორი მასივების შესაწამლად. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ტექნიკის პრეზენტაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ლაშა შალამბერიძემ ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გამართა.
შალამბერიძე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე ესაუბრა და ტექნიკის გამოყენების ინსტრუქცია გააცნო და აღნიშნა, რომ მწერის დასამარცხებლად მუნიციპალიტეტესა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
რადიო "ათინათი"