გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახა ოქრიაშვილი: ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა

23-10-2021

"პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰიტლერს შეადარა. ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა კონცლაგერში, მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა, როგორც ეს ღარიბაშვილმა თქვა" - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ერთ- ერთმა ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.


"არც 2021 და არც 2020 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ ჰქონია, რაც ასევე მათი პოლიტტექნოლოგების რჩევაა. როგორც კი მოსახლეობას რამეს დაპირდებიან, მაშინვე ყველას გაახსენდება, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ხელისუფლებს არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.


შეგახსენებთ, კოალიციური მმართველობის დამკვიდრება ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირებაა.


ჩავთვალოთ, რომ დედაქალაქის მერიაში კოალიციური მთავრობის შექმნა ოპოზიციის მხრიდან ერთგვარი პოზიტიური რეპეტიციაა, რადგან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მალე ჩატარდება და როგორც ყველა პროპორციული საარჩევნო სისტემის მქონე ქვეყანას, ჩვენც კოალიციური მმართველობა გვექნება!" - აცხადებს ოქრიაშვილი.