გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებული, მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში

23-10-2021

ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს, ერთი მინდა, ვუთხრა ყველას, პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ციხეებში რამდენიმე ათასი პატიმარი ზის და მზრუნველობა მათაც სჭირდებათ.


„პატიმარი სააკაშვილი არაფრით არის განსხვავებული, გარდა იმისა, რომ მას ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვიდრე სხვა დანარჩენ პატიმრებს. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი მომავლის წინაშე, როგორიც არის ოკუპაცია, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა და ათასობით ადამიანის განადგურება. სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.