გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისის" უფროსის მოადგილე სცემეს

25-04-2018

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისის" უფროსის მოადგილე სცემეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისის" ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაძემ განაცხადა, მისი თანამშრომლები სამუშაოებს ასრულებდნენ, როდესაც მათთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები მივიდნენ.

„ბავშვთა სამყაროს“ წინ ზებრა გადასასვლელს ხაზავდნენ. ამ დროს ჩამოიარა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვიდმა ახალგაზრდამ და დაუწყეს კამათი. მათ ჩემი მოადგილე გამოესარჩლა, რის გამოც ჩხუბი მასაც დაუწყეს. როდესაც მერიიდან მივედი და ვნახე, მისი მდგომარეობა მძიმე იყო", - განაცხადა ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისის" ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაძემ.

მისი თქმით, დაშავებულის მდომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, ხოლო მოძალადეები მეორე რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხველ კვალზე გაიხსნა, ამ დროისთვის დადგენილია არიან დამნაშავეები. გამოძიება 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს, დანაშაული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ინერპრესნიუსი"