გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: დაფინანსება, რაც არის განსაზღვრული, ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, მაგრამ მთავრობის ხელში არის დამატებითი ბერკეტები

24-10-2021

გვინდა და გადაწყვეტილი გვაქვს ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება და შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვის და ნაკლები მოტივაია გვექნება იმ სემთხვევაში, თუ გაიმარჯვებდა ოპოზიციონერი კანდიდატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, განსაზღვრული დაფინანსება ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, თუმცა დამატებითი ბერკეტები მთავრობის ხელშია.


„დაფინანსება, რაც არის განსაზღვრული, ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, მაგრამ მთავრობის ხელში არის დამატებითი ბერკეტები. უამრავი პროექტის დაფინნსება შეგვიძლია ცენტრალურ მთავრობას და ასეც ხდება. ბიუჯეტის გაზრდაზე როცა ვსაუბრობთ, გუშინ მე დავაანონსე, რომ ქუთაისს და დიდ ქალაქებს მინდა, რომ გავუზარდო. გვინდა და გადაწყვეტილი გვაქვს ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება. შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვის და ნაკლები მოტივაია გვექნება იმ სემთხვევაში, თუ იქნებოდა ოპოზიციონერი კანდიდატი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.