გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან ცუდი სანახავია, როცა ერთის მხრივ გამოდიან ყოფილი თანამშრომლები, თითქოს პოლიციის მუნდირს იცავენ და მეორეს მხრივ ძალიან მდარე ხარისხის პოლიტიკურ კამპანიაში იღებენ მონაწილეობას

24-10-2021

ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი სანახავია, როცა ერთის მხრივ გამოდიან ყოფილი თანამშრომლები, თითქოს პოლიციის მუნდირს იცავენ და მეორეს მხრივ ძალიან მდარე ხარისხის პოლიტიკურ კამპანიაში იღებენ მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ჩართულნი არიან „ნაციონალური მოძრაობის" მანიპულაციაში.


„ამ ადამიანებს მივმართავ, თქვენც ხომ იცით, რომ ჩვეულებრივად ჩართულნი არიან მანიპულაციაში, გვარამიას გეგმაში, შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად გაზვიადებული და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არავითარი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.