გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინციას

24-10-2021

მე, როგორც საკოორდინაციოსაბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება.


„მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინციას. მე მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში და ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ 2 მილიონი აცრა ჩავატარეთ და მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც 3 თვეში. ეს მე ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტური შედეგია. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან. ბევრ ევროპულ ქვეყანაი, ამერიკაში, არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია. ეს არის დეზინფორმაცია. ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს და არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.