პარასკევი, მაისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის ეს მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება

24-10-2021

სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული და თუ ის შიმშილობს, დაემორჩილება ციხის ადმინისტრაციის წესებს და პროტოკოლს.


„სააკაშვილის მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება. ხალხი დაიღალა, სირცხვილია უბრალოდ. ჩანს ამაშიც დამოკიდებულება. როცა პრეზიდენტი იყო, მას ეგონა, რომ კანონზე მაღლა იდგა, ამიტომ ჩაგრავდა მოსახლეობას, ამიტომ ართმევდა ადამიანებს ბიზნესს, სახლებს, აწამებდა და აუპატიურებდა ხალხს მისი პარტია და ჯალათები. ახლა ჩამოვიდა მისი უგუნური, მოკლე ჭკუით და გაუთვლელი ნაბიჯებით და ჩაჯდა ციხეში და დიდხანს იჯდება ციხეში თქვენი ბელადი, მინდა დაგამშვიდოთ. სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული. ის მატყუარა კაცია, სიმულიანტობს, ატყუებს და შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას. ამიტომ, ის თუ თავისი ნებით შიმშილობს, დაემორჩილება ციხის ადმინისტრაციის წესებს და პროტოკოლს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.