გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოზურგეთში ოჯახს პირუტყვი მოპარეს, ბოსელთან ახლოს დაუკლეს და ნარჩენები დაუტოვეს

25-04-2018

პირუტყვის  ქურდობის ფაქტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში გასულ კვირას მოხდა. 

დვაბზუ-ცხემლისხიდის საზღვართან მცხოვრებ  ერთ-ერთ ოჯახს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოპარეს, ბოსელთან რამდენიმე მეტრის მოშორებით დაუკლეს და ნარჩენები დაუტოვეს.

როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, შემთხვევა სავარაუდოდ ღამის საათებში, მას შემდეგ მოხდა, როცა ოთხმეზურების სახლში უკვე ეძინათ.

"გვიან ღამით გამოიყვანეს პირუტყვი  ბოლესიდან, რამდენიმე მეტრში დაკლეს და ტყავი და ძვლები დატოვეს. ანუ, რის გაყიდვასაც ვერ შეძლებდნენ. ისე გაუჭირდა ხალხს, რას აღარ კადრულობენ. ერთმა თქვა, მგელი ხომ არ იზამდაო. მგლის დაგლეჯილი საქონელი კი მინახავ და სუფთად გატყავებული არა. რამდენი თვეა ჩვენს ზემოთ სოფლებში ძროხები და ცხენები იკარგება, ახლა ქვემოთაც ჩამოვიდნენ. მიეცემა ახლა ამას მასიური ხასიათი და მთლად ულუკმაპუროდ დაგვტოვებენ ოჯახებს"-გვითხრა დაზარალებულის მეზობელმა. 

 

"გურიის მოამბე"