გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კვირეული პარტნიორებთან ერთად კონფერენციით გახსნა

26-10-2021

მედიაწიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ორდღიანი კონფერენციით გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩოს კულტურის ატაშემ და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა მიიღეს. კონფერენციას ასევე მედიაწიგნიერების სამიზნე ჯგუფები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.


კონფერენციის მიზანი საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა იყო. კონფერენციის ფარგლებში, პარტნიორებმა საქართველოში მედიაწიგნიერების კუთხით განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. ექსპერტებმა მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ ისაუბრეს და აქცენტი ისეთ აქტუალურ საკითხებზე გააკეთეს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, უსაფრთხო ინტერნეტი, სიტყვის თავისუფლება და მედიის მიუკერძოებლობის სტანდარტები.


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის, როგორც საქართველოში მედიაწიგნიერების პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო უწყების ორგანიზებით, საქართველოში 25-29 ოქტომბერს მედიაწიგნიერების კვირეული ტარდება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2021 წლის 25 მარტს 75-ე სესიის ფარგლებში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანაინიციატორიც საქართველოა. რეზოლუციის თანახმად, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარდება.