გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი სასწავლო კორპუსი ექნება

25-04-2018

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, საქართველოს კულტურის და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობის სერთიფიკატს უნივერსიტეტის რექტორთან ერთად ხელი მოაწერეს და საფუძვლის ჩაყრის სიმბოლურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა. 

ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ განათლება ქართული ოცნების მთავრობის პირობებში არის მთავარი პრიორიტეტი და გაზრდილია დაფინანსება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

„აჭარის მთავრობის მხარდაჭერით უკვე მესამე საგანმანათლებლო ობიექტის მშენებლობაა დაწყებული. გასულ წელს დავიწყეთ სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა და უკვე ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს საშუალება ექნებათ, იცხოვრონ თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელ კორპუსში. ახალი კორპუსისა და სტუდენტური საცხოვრებლის მახლობლად შენდება სპორტული კომპლექსი, რაც, საერთო ჯამში, ამ ტერიტორიაზე ახალ საგანმანათლებლო-სპორტულ სივრცეს შექმნის“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება. თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სასწავლო კორპუსი ლეონიძის N15-ში შენდება. მშენებლობისთვის ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტიდან 2 700 000 ლარამდე თანხა არის გათვალისწინებული. შენობის სამ სართულზე 27 აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი განთავსდება. კორპუსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე - პანდუსი მოეწყობა, ლიფტი დამონტაჟდება.

"ინტერპრესნიუსი"