გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კომუნიკაციების კომისიამ და UNICEF-მა მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებთან დისკუსია გამართეს

27-10-2021

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა, UNICEF-მა თბილისის 123-ე საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების თემებზე დისკუსია გამართეს. კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე, მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაკა დახუნდარიძე და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი უფროსკლასელებს შეხვდნენ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში, მოსწავლეების აქტიური ჩართულობით გაიმართა. მოსწავლეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია, როგორებიცაა დეზინფორმაცია, მისინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და მედიაწიგნიერება, როგორც ამ გამოწვევებთან ბრძოლის მთავარი იარაღი.


„თითოეულ ბავშვს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია, თუმცა დღესდღეისობით უმნიშვნელოვანესია ინფორმაციის მიღებასთან ერთად მოსწავლე იყოს დაცული ინფორმაციის მავნე ზეგავლენისგან. კომუნიკაციების კომისიასთან ერთად შესანიშნავი დისკუსია გავმართეთ ბავშვებთან, რომლებსაც მედიისა და ინფორმაციის სანდო წყაროებიდან მიღების მნიშვნელობაზე და დეზინფორმაციის შესაძლო მავნე შედეგებზე ვესაუბრეთ." - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა.


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის, როგორც საქართველოში მედიაწიგნიერების პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო უწყების ორგანიზებით, საქართველოში 25-29 ოქტომბერს მედიაწიგნიერების კვირეული ტარდება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2021 წლის 25 მარტს 75-ე სესიის ფარგლებში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანაინიციატორიც საქართველოა. რეზოლუციის თანახმად, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარდება.