გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სუს-ი დე ფაქტო აფხაზეთში ქართული სკოლების შესაძლო დახურვაზე: ვსწავლობთ საკითხს

25-04-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფო ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული სკოლების შესაძლო დახურვის საკითხს სწავლობს. მისი ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგება.

„ ცენტრალური ხელისუფლება დაკავებულია ამ საკითხსის შესწავლით. ამ ეტაპზე დგინდება დეტალები და საჭიროების შემთხვევაში იქნება კონკრეტული რეაგირებაც“, - აღნიშნა ანთაძემ.

დე-ფაქტო აფხაზეთში ქართული 7 სკოლის შესაძლო დახურვის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ანთაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე და აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია და ქმნის არაჯანსაღ ატმოსფეროს. ამასთან, ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარედ არსებული სიტუაციაც შეფასდა.

გალში მორიგი შეხვედრა 18 მაიისს გაიმართება.

რადიო "ათინათი"