გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეროვნულ გვარდიაში ესტონეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლეს

27-10-2021

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. კალე ლაანეტსა და დელეგაციის წევრებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა უმასპინძლეს.


მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული კავშირები, ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ესტონეთის მხარეს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გვარდიის მეთაურმა ესტონელ სტუმრებს საქართველოს ეროვნული გვარდიის ამოცანები, ფუნქციები და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინსტრუქტორთა მომზადებისა და ლიდერობის კურსებს, რომლებსაც საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს ესტონელი ინსტრუქტორები უტარებენ.


ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, კალე ლაანეტი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას ქართველი კოლეგა, ჯუანშერ ბურჭულაძე მასპინძლობს. ვიზიტის განმავლობაში ესტონეთის დელეგაციის წევრები ეროვნული გვარდიის გარდა, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) კიბერუსაფრთხოების ბიუროსაც მოინახულებენ.