გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ყვარელში პოლიციელს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს

25-04-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს, გიორგი ქანდაურიშვილს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს. შემთხვევა 24 აპრილს მოხდა. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს.

რიგირც “რეგინფოს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 24 აპრილს გ.მ. ქალაქ ყვარელში, ერთ-ერთ ქუჩაზე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გიორგი ქანდაურიშვილმა, რომელიც იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. გ.მ. პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თავს დაესხა და დანით სხეულზე 2 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილმა სამართალდამცველმა შეძლო თავდამსხმელის განიარაღება და დაკავება.

ამ დროისთვის გიორგი ქანდაურიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, იმავე საღამოს, დაკავებული გ.მ.-ს ძმა -ა.მ., თანასოფლელებთან ერთად, პოლიციის შენობასთან მივიდა, უცენზურო სიტყვებით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ძმის გათავისუფლებას ითხოვდა. იგი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, წესრიგი დაეცვა და შენობის ეზო დაეტოვებინა. სამართალდამცველებმა ა.მ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ადგილზე დააკავეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ა.მ. 400 ლარით დააჯარიმა.

საქმეზე გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ანალოგიური დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

reginfo.ge