24-11-2017
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი სამგზავრო ტარიფის გაზრდას არ გამორიცხავს. 3 დღის წინ როდესაც მძღოლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის უთანხმოება მოხდა, მძღოლები "ინფო რუსთავთან" აცხადებდნენ რომ საწვავზე ფასის მომატების გამო მათ ყოველდღიურად 30-40 ლარით გაეზარდათ ხარჯი, რის გამოც შესაძლოა მგზავრობის ფასმაც მოიმატოს და სავარაუდოდ 2.5 ლარი გახდეს. დღეს "ინფო რუსთავს" ერთერთი მგზავრი დაუკავშირდა და ამცნო რომ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობისას, კონკრეტულად კი გალაქტიონის ხიდამდე მას 2.5 ლარი გამოართვეს.
"ინფო რუსთავი" კომპანია "ინტერტრანსის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს სოფო ცერცვაძეს დაუკავშირდა რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა რომ ამ მომენტისთვის კომპანია მგზავრობის ტარიფის გაზრდას არ განიხილავს, მძღოლები კი თვითნებურად ტარიფს ვერ გაზრდიან. მგზავრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კი აცხადებენ რომ - "ბოდიშს ვუხდით მგზავრს, მას შეუძლია კომპანიის ოფისში მივიდეს და თავისი კუთვნილი თანხა დაიბრუნოს."
წყარო: inforustavi