გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს, „იფსოსის" სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის კარგად ცნობილია

28-10-2021

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. „იფსოსის" სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის კარგად ცნობილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „იფსოსის" კვლევებთან დაკავშირებით განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის მორიგი უსუსური მცდელობა რომ გუშინდელი ტრიუმფალური ღონისძიება გადაიფაროს.


„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. „იფსოსის" სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის კარგად ცნობილია. ლევან თარხნიშვილის მიერ გაყალბებული კვლევები ნამდვილად არ არის საინტერესო ჩვენთვის. ეს არის მორიგი უსუსური მცდელობა იმისა, რომ გუშინდელი მართლაც ტრიუმფალური ღონისძიება გადაეფარათ როგორმე. ძალიან მალე, 2 დღეში ჩვენი მოსახლეობა იხილავს, რომ ეს მეორე ტურები დასრულდება ჩვენი და ჩვენი კანდიდატების გამარჯვებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.