გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახა სიხარულიძემ დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

28-10-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ მონაწილეობა მიიღო იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამართულ იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამოცემული დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრების" ქართულ-იტალიური საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია.


ასევე მოეწყო ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის მიერ დანტე ალიგიერის პორტრეტის მიხედვით შესრულებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ფოსტის მიერ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით გამოიცა. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის და თსუ-ს რომანული ენების ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით კი გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „დანტეს შემოქმედება, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური". იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეული 18 ოქტომბრიდან იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით იმართებოდა და ის დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს მიეძღვნა.


იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში, საქართველოში იტალიის ელჩთან ენრიკო ვალვოსთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.