გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

განათლების ხელშეწყობის მიზნით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი ნიჭიერ სტუდენტებს დააფინანსებს

28-10-2021

საქართველოს ოთხ წამყვან უნივერსიტეტსა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი სტუდენტთა ხელშეწყობას და უმაღლესი განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც, საგანმანათლებლო ფონდის მიერ თსუ-ს, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე ყოველწლიური სტიპენდია გაიცემა.


„ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, უნივერსიტეტების რექტორები, კანცლერები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, რომლებმაც სიტყვით გამოსვლისას უმაღლესი განათლების განვითარებაში საგანმანათლებლო ფონდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


როგორ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საგანმანათლებლო ფონდის მხრიდან სტუდენტთა მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მათი მხრიდან ფინანსდება ისეთი მიმართულებები, რომლებიც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტს წარმოადგენს. ასევე, საუკეთესო პრაქტიკაა, რომ ფონდი მომავალში გეგმავს ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობას და საგანმანათლებლო პროექტების მასშტაბების გაფართოება.


მემორანდუმის ფარგლებში, საგანმანათლებლო ფონდის მიერ თსუ-ს, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე ყოველწლიური სტიპენდია გაიცემა. ფონდი პრემიებს გასცემს იმ აბიტურიენტებზეც, რომლებიც ხსენებულ უნივერსიტეტებში ყველაზე მაღალი ქულებით ჩაირიცხებიან. შესაბამისი კრიტერიუმით გამოვლენილი სტუდენტების შესახებ ინფორმაციას, მხარეთა შეთანხმებით, ფონდს უმაღლესი სასწავლებლები მიაწვდიან.


საგანმანათლებლო ფონდის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდია გაიცემა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.


სამედიცინო უნივერსიტეტში შეირჩევიან ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საექთნო საქმის (ექთანი) ფაკულტეტების, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტების, ხოლო ტექნიკურ უნივერსიტეტში – სამშენებლო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის და აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების სტუდენტები.


მომავალ წლებში საგანმანათლებლო ფონდის მიერ დაგეგმილია უმაღლესი სასწავლებლების გეოგრაფიული არეალისა და ფაკულტეტების რაოდენობის გაზრდა. მათ შორის, პროფესიული განათლების მიმართულებითაც. განათლების ხარისხის ასამაღლებლად ფონდი საგანმანათლებლო პროექტებს სკოლის მოსწავლეებსაც შესთავაზებს.


აღსანიშნავია, რომ კოვიდშეზღუდვების პერიოდში ფონდმა დისტანციურ სწავლებაზე გადასულ ასამდე მოსწავლესა და მასწავლებელს კომპიუტერები უკვე გადასცა. ფონდის მიერ დაფინანსდა ასევე კერძო საგანმანათლებლო პროექტები”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.