გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

24 საათში კოვიდ ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43, ხოლო გამოჯანმრთელდა 4 627 პირი

29-10-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 513 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 303 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 210 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 711 255-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.87%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 627 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 652 505.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 961 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 416 შემთხვევა, აჭარა - 161, იმერეთი - 753, ქვემო ქართლი - 325, შიდა ქართლი - 290, გურია - 115, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 271, კახეთი - 427, მცხეთა-მთიანეთი - 78, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 34.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 763 საიდანაც: 6 330 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 392, აჭარაში - 518, იმერეთში - 1 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 581 პირი, მათ შორის, თბილისში - 575, აჭარაში - 132, იმერეთში - 495. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 333 პირი, მათგან თბილისში - 175, აჭარაში - 41, იმერეთში - 31. 1 059 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 656 - თბილისში, 182 - აჭარაში. 41 374 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 3.


სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 28 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 826 ადამიანი.